თამარ კეკენაძე - როგორც ჩანს, პრემიერ კვირიკაშვილს უსაფრთხოების სექტორის ანა-ბანა არ ესმის

როგორც ჩანს, პრემიერ კვირიკაშვილს უსაფრთხოების სექტორის ანა-ბანა არ ესმის, - ასე აფასებს პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც უშიშროების საბჭო გაუქმებულია ახალი კონსტიტუციით, კრიზისების საბჭოს დღევანდელი ცვლილებებით ექნება მხოლოდ ტექნიკური რეაგირების ფუნქცია.

”ვინ მიხედავს სტრატეგიული თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებს? ტერიტორიები დავიბრუნეთ? ჰიბრიდული საფრთხეები დავამარცხეთ, თუ რეგიონი გამოვიცვალეთ და ნატო-ში და ევროკავშირში შევედით?“, - აცხადებს თამარ კეკენაძე.

პარტიის გენერალური მდივნის განმარტებით, სამთავრობო ცვლილებებით ”ქართული ოცნება” ცდილობს შექმნას განახლების ილუზია, ქვეყანაში სრული ერთპარტიული მმართველობის დამყარების ფონზე.

”ერთი წელია, რაც ,,ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, ანუ მათ შეეძლოთ დაუბრკოლებლად განეხორციელებინათ ყველა რეფორმა, თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება, სერიოზული პრობლემებია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სასამართლო სრულიად პოლიტიზირებული და კონტროლირებადი გახდა. ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის არაფორმალური მმართველობა და გაურკვეველი საგარეო კურსი, საკადრო და სტრუქტურული ცვლილებებით. ეს რეალობა არ იცვლება“, - აცხადებს თამარ კეკენაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის