გიორგი გახარია შს მინისტრის გარდა ვიცე პრემიერადაც დაინიშნა

შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების მოადგილეებს უფლებამოსილებები შეუწყდათ. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი შესაბამისი ბრძანებები საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

ამასთან, უკვე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის ბრძანებები მინისტრების გათავისუფლებისა და უწყებების ახალი ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ. კერძოდ, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან და დაინიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად, როგორც აქამდე, ახლაც მასვე დაეკისრა პირველი ვიცე პრემიერის მოვალეობა. ასევე გამოიცა ბრძანება ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძის დანიშვნის შესახებ.

პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლდა ალექსანდრე ჯეჯელავა და მისი ადგილი მიხეილ ჩხენკელმა დაიკავა.

ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლდა გიორგი მღებრიშვილი და აღნიშნული პოსტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიკავა. მას ასევე დაეკისრა ვიცე პრემიერის მოვალეობა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ვებ-გერდზე ასევე გამოქვეყნებულია გიორგი გახარიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების ბრძანებაც.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა