გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად ოფიციალურად დაინიშნა

შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანამშემწედ და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად ოფიციალურად დაინიშნა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ასევე უკვე გამოიცა გიორგი კვირიკაშვილის ბრძანება აღნიშნული თანამდებობიდან მინდია ჯანელიძის გათავისუფლების შესახებ.

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების საკანონმდებლო დონეზე განხორციელების შემდეგ მღებრიშვილი კრიზისების მართვის საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს გაერთიანებულ სამსახურს უხელმძღვანელებს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა