”ლეოგრანდის” მფლობელი - ხანძრის მომენტში სასტუმროში მყოფები კიბით კი არ გაიქცნენ, არამედ გარდერობიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს

სასტუმრო „ლეოგრანდის“ თურქი მფლობელის, ბიზნესმენ ეროლ ავგერენის თქმით, ხანძრის დროს გარდაცვლილები კიბით ქუჩაში კი არ გაიქცნენ, არამედ გარდერობიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს. ამის შესახებ ავგერენმა სააგენტო „ანადოლუს“ განუცხადა.

„ხანძრის დროს 22-სართულიანი სასტუმროს 13 სართულის ნომრები გავსებული იყო. ყველა დაღუპული C დონეზე იმყოფებოდა, სადაც სპა-სალონი, მასაჟის სალონი, აუზი, თურქული აბანო და საუნაა განლაგებული. სამწუხაროდ, ხანძრის მომენტში ისინი კიბით ქუჩაში კი არ გაიქცნენ, არამედ გარდერობიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს. კვამლი ძალიან სწრაფად გავრცელდა“, - განაცხადა ავგერენმა.

მან დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მედიაში ვრცელდება შემთხვევის სხვადასხვა ვერსიების, მათ შორის უსაფუძვლო ბრალდებები აფეთქებაზე.

„ხანძრის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო სიგარეტის ნამწვი ან რაიმე აალებადი ნივთიერება, რის გამოც ცეცხლი წყლის გამათბობლების სადენებს გაუჩნდა”,- განაცხადა სასტუმროს მფლობელმა.

ავგერენი აღნიშნავს, რომ ხანძრამდე 3 დღით ადრე სასტუმროს მთელი შენობა სპეციალისტებმა შეამოწმეს.

”ბუნებრივი მიზეზებით ხანძარი ვერ მოხდებოდა. მე ქართული მართლმსაჯულების მჯერა. დარწმუნებული ვარ, რომ ის მომხდარის ნამდვილ მიზეზებს დაადგენს. ამბობდნენ, რომ გარდაცვლილები ლიფტში იყვნენ, მაგრამ ეს ასე არაა. ცხედრები არა ლიფტში, არამედ მის შესასვლელთან, სპას სართულზე იპოვეს. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მომენტალურად ამუშავდა. პროკურატურა, პოლიცია და მეხანძრეები უახლოეს ხანში წინასწარ განცხადებას გაავრცელებენ“, - განაცხადა სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო