ბაღის აღსაზრდელის დედა - როგორც ექიმებმა აღნიშნეს, ბავშვების პირღებინება საკვებიდან გამომდინარე არ არის

როგორც ექიმებმა აღნიშნეს, ბავშვების პირღებინება საკვებიდან გამომდინარე არ არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაგა-ბაღ "იმედის" ორი აღსაზრდელის მშობელმა ქრისტინე კილასონიამ "პრივატ კლინიკაში" განუცხადა, სადაც გუშინ ბაღის სამი აღსაზრდელი გადაიყვანეს.

მისი თქმით, ბაღის სამი აღსაზრდელიდან ორი მისი შვილია. ქრისტინე კილასონიას განცხადებით, სავარაუდოდ, ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზი საკვები არ უნდა იყოს, რადგან ბაღის სხვა აღსაზრდელები კარგად არიან.

"პირღებინებით გადმოვიყვანე ორივე - 4 და 2 წლის ბიჭები. მხოლოდ პირღებინება აღენიშნებოდათ, სხვა არაფერი. ამ ეტაპზე ველოდები ანალიზის პასუხებს და მეუბნებიან, რომ 3-4 საათში სახლში ვიქნებით. არანაირი საგანგაშო სიტუაცია არაა. საკვებიდან გამომდინარეც არ არის, როგორც ექიმებმა აღნიშნეს. ბაღი იტყვის ალბათ ყველაფერს", - განაცხადა გუშინ ქრისტინე კილასონიამ.

თბილისის ზღვის ტურბაზაზე მდებარე საჯარო ბაღის სამი აღსაზრდელი გუშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ პირღებინება აღენიშნებოდათ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს