კახა კალაძე - ბოლო დღეებში ბაღებთან დაკავშირებით მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს

თბილისის მერ კახა კალაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რომელმა კომპანიამ გაიმარჯვა საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერში.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, კომპანია „ნილი“ ტენდერში გამარჯვებული არ არის.

„ტენდერში, რომელიც იყო გამოცხადებული, გაიმარჯვა კომპანია „ნილმა“ იმიტომ, რომ მას ჰქონდა ყველაზე დაბალი ფასი. თუმცა სატენდერო კომისიამ მას დაუდგინა ტექნიკური ხარვეზები და მისცა დისკვალიფიკაცია, ანუ ტენდერი არ შედგა. იმისთვის, რომ ბაღებში კვება შესულიყო, გაფორმდა ერთთვიანი ხელშეკრულება კომპანია „ნილთან“. შესაბამისად, ტენდერი გამოცხადებულია და დღე-დღეზე გვეცოდინება შედეგები, ვინ არის გამარჯვებული კომპანია. მე მესმის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია ბაღებთან დაკავშირებით, თუმცა თუ რაიმე დარღვევა ვლინდებოდა და ვლინდება კვებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები და არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ რაიმე მოაკლონ ბაღებს, ბავშვებს. ყველაფერს მოჰყვება მკაცრი რეაგირება, თუ რაიმე იქნება შეფერხება, შეცდომა და ა.შ.“, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის