„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორი - 10 მეტროსადგურის რებილიტაცია იგეგმება - შეკიდული ჭერი არც ერთ მეტროსადგურში არ კეთდება

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ტექნიკური დირექტორის ლევან მეხრიშვილის ინფორმაციით, 2018 წელს 10 მეტროსადგურის რებილიტაცია იგეგმება.

მეხრიშვილი აცხადებს, რომ მეტრო „ვარკეთილში“ განვითარებული მოვლენების შემდეგ, სამუშაოების ჩაბარების პროცესი, ალბათ, გამკაცრდება.

„გასულ პარასკევს მივმართეთ კომპანიებს და სამხარეულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ დაჩქარებული წესით შეემოწმებინათ მეტროსადგურებში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების ექსპერტიზა მდგრადობაზე და უსაფრთხოებაზე. ჯერჯერობით შედეგები არ გვაქვს. კვირის ბოლომდე ველოდებით პასუხებს. თუ იქნება დადებითი დასკვნა, სამუშაოებს განაახლებენ. თუ ხარვეზები გამოვლინდა, პასუხისმგებლობა საპროექტო და სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს დაეკისრებათ. კონკრეტულ ვადას, როდის იქნება დასკვნები, ვერ გეტყვით. ექსპერტები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ“, - განაცხადა მეხრიშვილმა.

როგორც მეხრიშვილი ამბობს, მეტრო „ვარკეთილის“ მსგავსი შეკიდული ჭერი არც ერთ მეტროსადგურში არ კეთდება.

„ძველ საკიდებზე, როგორც ეს „ვარკეთილის“ შემთხვევაში მოხდა, შეკიდული ჭერი არც ერთ მეტროსადგურში არ კეთდება. მაშინაც, როდესაც მეტრო „ვარკეთილს“ ვაკეთებდით, შემოწმდა, რამდენად მყარი იყო ის ანკერები ახალი ჭერისთვის. მიღებული გვაქვს დასკვნა, რომ ის ვარგისია ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის. ამიტომ კომპანიამ სამუშაოები გააგრძელა. დასკვნა მიღებული გვაქვს მეცნიერებათა დოქტორ, ინჟინერ-კონსტრუქტორისგან. შემოწმება გაკეთდა ჩვენი თანამშრომლების თანდასწრებით და ამით დავკმაყოფილდით, რომ ეს საკიდები მყარია. რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ შემოწმებას, ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ შეამოწმა შემდგომ ეს სამუშაო და იყო თუ არა ეს შპს „ყვარელრემმშენის“ მიერ დაქირავებული კომპანია“, - განაცხადა მეხრიშვილმა და დასძინა, რომ სამუშაოების ჩაბარების პროცესი, ალბათ, გამკაცრდება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეტროსადგურების: „სამგორის“, „გურამიშვილის“ და „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები და წელს ასევე იგეგმება 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. ეს მეტროსადგურებია: „სადგურის მოედანი 1“, „სადგურის მოედანი 2“, „სადგურის მოედანი 3“, „ნაძალადევი“, „ისანი“, „თავისუფლების მოედანი“, „წერეთელი“, „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“, „სამედიცინო უნივერსიტეტი“.

„უახლოეს ხანში დავიწყებთ პროცედურებს. გამოცხადდება საპროექტო განაცხადების კონკურსი და შემდგომ რეაბილიტაციის პროცესისთვის გარკვეული სამუშაოები“, - დაძინა მეხრიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა