მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარის გამო, სატენდერო პროცედურებში ჩართული პირები დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდებიან

თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის გამო, დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში. ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, იყო ხარვეზები დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით.

"ცოტა ხნის წინ ვარკეთილის ”მეტროსადგურში” ადგილი ჰქონდა სამწუხარო ფაქტს, თქვენ იცით, რომ ჭერი ჩამოინგრა, სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეეები დაშავდნენ. ამ ეტაპზე ჩვენ მიერ შესწავლილ იქნა არსებული გარემოებები და აშკარაა ის, რომ იყო ხარვეზები სამუშაოების შესრულების დროს, დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით. კერძოდ, საპროექტო სამუშაოების მიღება - ჩაბარება განხორციელდა ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე, როდესაც მოთხოვნილი იყო ტექნიკური ექსპერტიზის აუცილებლობა. ჩვენ ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუმცა, მანამდე მინდა სატრანსპორტი კომპანიის ხელმძღვანელს ბატონ მამუკა კობახიძეს დავავალო, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლების ჩართულები იყვნენ სატენდერო პროცედურებში", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის