გოკა გაბაშვილი მერიის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, მეტროსადგურ ”ვარკეთილში” მომხდარი სერიოზულად შეისწავლონ და არ ეძებონ ”განტევების ვაცი“

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი ქალაქის ხელმძღვანელობას მოუწოდებს ვარკეთილის მეტროში მომხდარი ფაქტი სერიოზულად შეისწავლონ და არ ეძებონ „განტევების ვაცი“.

ამის შესახებ გოკა გაბაშვილმა ჟურნალისტებს საკრებულოში განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა თბილისის მერის მიერ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობისთვის გაცემულ ბრძანებაზე თანამდებობიდან გაათავისუფლოს სატენდერო პროცესში მონაწილე პირები. გოკა გაბაშვილის თქმით, რიგითი თანამშრომლების დონეზე სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება, მით უფრო, როცა საუბარია მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროცესზე. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევებში ჩართული არიან სამსახურის ხელმძღვანელი პირები, მერის კურატორი მოადგილეები და ქალაქის მერი.

„თუ კალაძე სერიოზულად შეისწავლის საკითხს რიგითი თანამშრომლების დონეზე, ეს პასუხისმგებლობა არ განისაზღვრება - ხელმძღვანელი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაა, მათ შორის, ყოფილი მერის. როგორ წარმოგიდგენიათ თანამდებობის პირებმა დაავალეს ხარისხის შესწავლა და რიგითმა თანამშრომლებმა დაუშვეს შეცდომები, ეს ასე არ არის. აქ საჭიროა დაისვას პირთა სერიოზული პასუხისმგებლობის საკითხი. აქ არ უნდა ეძებონ განტევების ვაცი. სერიოზული მოქმედება გულისხმობს მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის გამოვლენას ამ საკითხში“, - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის