მიხეილ სააკაშვილი - ნიდერლანდებში ჩამოსვლისთანავე პირადობის დამადასტურებელი საბუთი გადმომცეს, რომელიც ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მაძლევს

ამსტერდამში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ხელში საბუთი უკავია.

„დღეს, ამსტერდამში, პირველად ბოლო პერიოდის განმავლობაში, გამიჩნდა ნამდვილი საბუთი, რომელიც ჩემს პიროვნებას ადასტურებს. ნიდერლანდებში ჩამოსვლისთანავე პირადობის დამადასტურებელი საბუთი გადმომცეს, რომელიც ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მაძლევს. მთლიან პროცედურას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა, მაგრამ მე, როგორც არასდროს, მტკიცედ ვარ განწყობილი, დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის