მიხეილ სააკაშვილი – ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა, აქ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება

ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა, აქ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა De Telegraaf-თან მიცემულ კომენტარში განაცხადა.

„რამდენიმე თვის განმავლობაში მე უკრაინის უშიშროების სამსახური მდევნიდა, სპეცრაზმმა ქვეყნიდან გამაძევა როგორც საშიში ტერორისტი, რამდენჯერმე ჩემთან ღამის საათებში შემოიჭრნენ. რა თქმა უნდა, ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა. განსხვავება ძალიან დიდია. დღეს დილიდან მე თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, როდესაც ვხედავ, რომ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა სააკაშვილი უკრაინისა და საქართველოსთვის ბრძოლას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გულით ის ყოველთვის იქაა.

„რა თქმა უნდა, გული იქით მიმიწევს. უკრაინას აქვს შესანიშნავი პოტენციალი, შესანიშნავი ხალხი, ბრწყინვალე მომავალი, მაგრამ ჰყავს ძალიან ცუდი ხელისუფლება. ჩვენ მათ მშვიდობიანი გზით მოვიშორებთ. ამას უკრაინელი ხალხი გააკეთებს. ფორმალურად მე ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ, ვინაიდან პასპორტის გარეშე მე არჩევნებში მონაწილეობა არ შემიძლია, მაგრამ მე ვრჩები ჩემი პრინციპების ერთგული“, - დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის