მუსტაფა ემრე ჩაბუქის სასამართლო პროცესს ამერიკელი კონგრესმენები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან

საქალაქო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხის განხილვა განახლდა. სასამართლო პროცესს მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე, ასევე ამერიკელი კონგრესმენები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.

სასამართლოზე განიხილება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხი. სასამართლომ გადაწყვეტილება 24 თებერვლამდე უნდა მიიღოს, რადგან სწორედ მიმდინარე წლის 24 თებერვალს იწურება მუსტაფა ემრე ჩაბუქისათვის წინასაექსტრადაციო პატიმრობის ვადა.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს