ადვოკატები - ექსტრადირების საკითხზე სასამართლო პროცესები გაგრძელდება, თუმცა ჩაბუქი საპატიმრო დაწესებულების გარეთ იქნება

ადვოკატების განცხადებით, ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, სასამართლოში პროცესები კვლავ გაგრძელდება, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მუსტაფა ემრე ჩაბუქი საპატიმრო დაწესებულების გარეთ იქნება.

საექსტრადიციო პროცესის დასრულებამდე, დღეს მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. თუმცა, პროკურატურა ჩაბუქის 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას მოითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა 24 თებერვალს ეწურება.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს