მიხეილ ჯანელიძე ჩაბუქის შესახებ - მთავრობა მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად

ქვეყნის მთავრობას აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი პოზიცია, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მუსტაფა ემერე ჩაბუქის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"საქართველოს მთავრობას აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი პოზიცია, მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - განაცხადა ჯანელიძემ.

კითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა ჩაბუქის ექსტრადიცია, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, იმის მიხედვით მოხდება, ”თუ ეს შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებით იქნება მიზანშეწონილი".

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დღეს მიიღო. თავის მხრივ, პროკურატურა ჩაბუქისთვის 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ ჩაბუქს რამდენიმე დღეში, 24 თებერვალს, წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა ეწურებოდა.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა