მიხეილ სააკაშვილი - მზად ვარ უკრაინაში ნებისმიერ დროს ჩავიდე და ნებისმიერ საქმეზე ჩვენება მივცე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის ნებისმიერ დროს უკრაინაში ჩავიდეს, რათა ჩვენება მისცეს ქართველ სნაიპერებზე დოკუმენტური ფილმის შესახებ.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ NEWSONE-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მე ნებისმიერ დროს შემიძლია უკრაინაში დავბრუნდე და ამ და ნებისმიერ სხვა პროცესზე ჩვენება მივცე. დაინტერესებული რომ იყვნენ ამაში, რომ მე ჩვენება მიმეცა, არ უნდა გაეკეთებინათ ის, რაც გააკეთეს, როდესაც პოლონეთში გამაძევეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, 2014 წელს ის მაიდანზე იყო, ვიდრე იანუკოვიჩმა არ აიძულა უკრაინა დაეტოვებინა.

„კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ნებისმიერ დროს მზად ვარ უკრაინაში დავბრუნდე და ნებისმიერ საქმეზე ახსნა-განმარტება მივაწოდო პროკურორებს“, - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ საუბარია დოკუმენტურ ფილმზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მაიდანის მოვლენებში ქართველი სნაიპერები იღებდნენ მონაწილეობას.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა