უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა. ამის შესახებ პოლიტიკოსის ადვოკატზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს. რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, ამით დამტკიცდა, რომ პარტია “ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერისთვის წაყენებული ბრალდება დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესახებ უსაფუძვლო აღმოჩნდა.

პროკურატურაში კი განმარტეს, რომ გამოძიების შეჩერება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პროცესუალური ქმედებების შესრულების აუცილებლობამ გამოიწვია.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა