კახაბერ გვანცელაძე - ავტორიზაციის პროცესის დასაწყებად თბილისის ყველა საბავშვო ბაღი მზადყოფნაშია

ავტორიზაციის პროცესის დასაწყებად თბილისის 171-ვე საბავშვო ბაღი მზადყოფნაშია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა.

„ჩვენ ვართ ყოველდღიურად კომუნიკაციაში ყველასთან, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს. გავდივართ თითოეულ დეტალს და თავისთავად სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ ჩართული ვიყოთ ამ პროცესში. თბილისში არსებული 171-ვე საბავშვო ბაგა-ბაღი ავტორიზაციის მზადყოფნაშია“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მთავრობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ავტორიზაციის წესსა და კონტროლის განხორციელების სტანდარტებს სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს დაამტკიცებს. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ავტორიზაციის წესის და კონტროლის განხორციელების სტანდარტების შემუშავების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს კოორდინირებით და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ასევე შემუშავების პროცესშია ავტორიზაციის წესის 2 დანართი - ავტორიზაციის პროცესში გამოსაყენებელი თვითშეფასების კითხვარი და ავტორიზაციის პროცესში ჩართული ექსპერტების შერჩევის, საქმიანობის და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა