დავით სერგეენკო თელავში, ავარიის დროს დაშავებულების მოსანახულებლად გაემგზავრა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში მიემგზავრება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს.

ადგილზე ასევე იმყოფება შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია.

შეგახსენებთ, რომ გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც ექსკურსიაზე სკოლის მოსწავლეები მიყავდა, გზიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 და დაშავდა 16 ადამიანი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა