დავით სერგეენკო - რეანიმაციაში მოთავსებული ორი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათთან მოსალოდნელია გართულებები

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული მუშებიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათთან გართულებები მოსალოდნელია, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში, დაშავებული მეშახტეების მონახულების შემდეგ განუცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, 4 პაციენტიდან, რომლებიც დამწვრობის ცენტრში იმყოფებიან, ორის მდგომარეობა მსუბუქია.

„ორი პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება და უახლოეს დღეებში გაეწერებიან კლინიკიდან; აქ მოსალოდნელი საფრთხეები არ არის. რაც შეეხება ორ პაციენტს, რომლებიც რეანიმაციაში რჩებიან და ჰქონდათ სხეულის დიდი ფართობის დამწვრობა, მათთან მოსალოდნელია გართულებები დამწვრობის დიდი ფართობის გამო. თუმცა, რაიმე განსაკუთრებული გართულება ჯერ არ გვაქვს. ექიმები ამზადებენ გეგმური ოპერაციების და გეგმური ქირურგიული ჩარევებისთვის. მათ სრული მკურნალობა უტარდებათ და გუნდი, რომელიც ჩართულია ამ მკურნალობაში, მაღალი კვალიფიკაციისაა",- განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობას, როგორც სერგეენკომ აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან მკურნალობის პროცესში ჩართვის აუცილებლობა არ არის.

"მათი გამოჯანმრთელების შემდეგ ფინანსური დახმარების კუთხითაც, რა თქმა უნდა, არანაირი დაბრკოლება არ იქნება",- განაცხდა სერგეენკომ.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა