დაღუპული მეშახტის შვილი - შახტის დახურვაში გამოსავალს ვერ ვხედავ, 1 200 ოჯახი მუშაობს და ყველა მშიერი რჩება - ჩათვალეთ, რომ ტყიბული დაიცლება

ეს სისხლისღვრა არავის უნდა შერჩეს. როდესაც შრომით უსაფრთხოებაზე საუბრობენ, ოდნავ დაფიქრდნენ, თუ რას აკეთებენ, მართლა იცავენ თუ არა შრომის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ მინდელის შახტში გუშინ დაღუპული მეშახტის, მიხეილ გამეზარდაშვილის შვილმა გიგა გამეზარდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ტყიბულში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 4 მუშასთან ერთად მამამისის სიცოცხლეც ემსხვერპლა, შრომის უსაფრთხოების დარღვევამ გამოიწვია. გიგა გამეზარდაშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარ უბედურებასთან დაკავშირებით ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს.

ამასთან, მისივე განმარტებით, გამოსავალი არ არის შახტის დახურვა, ვინაიდან ადგილობრივები სწორედ შახტში მუშაობით არჩენენ ოჯახებს.

„შახტის დახურვაში გამოსავალს ვერ ვხედავ. ხალხს სესხები აქვს. იქ 1 200 ოჯახი მუშაობს და ყველა მათგანი მშიერი რჩება. ჩათვალეთ, რომ ტყიბული დაიცლება. ამიტომ ყველაფერს ჯობია, რომ შრომის უსაფრთხოება მოწესრიგდეს. მუშებს ნუ აწვებიან, შეზღუდვები მოუხსნან.

მამაჩემი 35 წელიწადი მუშაობდა შახტში. გუშინდელ დღემდე თითიც არ უტკენია, ისეთი გამოცდილება ჰქონდა. რაც მოხდა, ეს ყველაფერი შრომის უსაფრთხოების დარღვევაა, თორემ ასე უბრალოდ არ ხდება. ნახეთ ხელები როგორ აქვს დაკეცილი. უჰაერობის გამო არის მოგუდული. სხვა რა გითხრათ“, - განაცხადა გაგა გამეზარდაშვილმა.

მისივე თქმით, დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

„თუნდაც ყველაფერი ჩაიფარცხოს, ასეთ რაღაცას ჯერ მარტო ღმერთი არ გაპატიებს. ეს სისხლისღვრა არავის უნდა შერჩეს“, - განაცხადა გიგა გამეზარდაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მსგავსი ტრაგედიები რომ არ განმეორდეს, პირველ რიგში უნდა შეიცვალოს ზედამხედველობის სამსახური.

ცნობისთვის, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, გუშინ 4 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას