გიორგი მარგველაშვილი - მოქალაქეები არ უნდა დადგნენ არჩევანის წინაშე, რომ ან შიმშილით დავიხოცოთ შახტის გარეთ, ან სიცოცხლის რისკის ფასად ჩავიდეთ შახტაში

საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანი, რომ ან შიმშილით დავიხოცოთ შახტის გარეთ, ან სიცოცხლის რისკის ფასად ჩავიდეთ შახტაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უფლება უნდა იყოს გარანტირებული.

“საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანი ან შიმშილით დავიხოცოთ შახტის გარეთ, ან სიცოცხლის რისკის ფასად ჩავიდეთ შახტაში. სიცოცხლის უფლება უნდა იყოს გარანტირებული. ამასთან მიმართებაში არაერთი ექსპერტიზა იყო და გამოსავალი უნდა მოიძიებნოს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. თუ არის შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო გაუძღვეს ამ მიმართულებით და მისცეს გარკვეული გადაწყვეტები ამ პრობლემას, შეიძლება ერთი ვარიანტის განხილვაც. განხილვადია ის ვარიანტიც, რომ ისევ ბიზნესი, სახელმწიფო და მეშახტეები ალაგებენ ამ პრობლემას, მაგრამ ამოსავალი არის ის, რომ მეშახტეთა ინტერესები არის მთავარი. ტრაგედიაა და კატასტროფული ალტერნატივა - ან მოკვდი შიმშილით შახტის გარეთ, ან შედი შახტაში სიცოცხლის რისკის ფასად“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და 6 დაშავდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის