მინდელის შახტაში დაშავებულებიდან ორს კლინიკიდან ხვალ გაწერენ, ორი კი, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

შახტაში დაშავებული მეშახტეებიდან ორის კლინიკიდან გაწერა ხვალ მოხდება, ორი კი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან ერთს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა, ხოლო მეორეს მომავალ კვირას ჩაუტარდება.

„ამჟამად ჩვენს კლინიკაში იმყოფება 4 პაციენტი. ორის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ისინი ხვალ დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ორი მძიმე პაციენტი კი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. მათი მდგომარეობა ამ წუთისათვის არის სტაბილური, თუმცა მათ საკმაოდ სერიოზული და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდებათ.

არის სხვადასხვა ლოკალიზაციის და ფართობის დაზიანებები. ერთ მათგანს რომელსაც 25 პროცენტიანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა-საკუთარი კანის გადანერგვა. მეორე პაციენტთან გვაქვს 50%-იანი დამწვრობა. მასთან ქირურგიულ ჩარევას მომავალ კვირას ვგეგმავთ“, -განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ტყიბულში, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. აქედან 4 დაშავებული დამწვრობის ცენტრში მკურნალობს. შსს-ს ცნობით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის