ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული გიორგი ჭანტურიას ოჯახის წევრებს და მოწმეებს სამართალდამცავი ორგანოები პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებით ემუქრებიან

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას ოჯახი და დაცვის მხარე სახელმწიფო უწყებებს შანტაჟში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ანა კეკენაძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები ჭანტურიების ოჯახსა და მათ გარემოცვას, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებით ემუქრებიან და ამ გზით ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას აიძულებენ.

კეკენაძის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით, მათ სხვადასხვა უწყებებსა და სახალხო დამცველს უკვე მიმართეს.

„ჩემი, როგორც ადვოკატის მაკომპრომეტირებელ ამბებს ავრცელებენ. ასევე, დაიბარეს გიორგის და მარიამი და გიორგის მეუღლე. მათ ემუქრებიან, რომ გაავრცელებენ მათი მეუღლეების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს. მოწმეებზე ხდება ზეწოლა და ამ გზით ცდილობენ გიორგის საწინააღმდეგო ჩვენება მისცენ ამოღებულ იარაღთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ მოწმეებზე ხორციელდება ზეწოლა და კონკრეტული ფაქტები გვაქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა ყოველგვარ ზღვარს არის გადასული, ისინი აშანტაჟებენ მოწმეებს და პირებს, რომლებიც გარკვეულ შემხებლობაში არიან აღნიშნულ საქმესთან. თუკი ისინი არ მისცემენ გიორგი ჭანტურიას საწინააღმდეგო ჩვენებებს, ასეთ შემთხვევაში, მათ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებისა და ჩანაწერების გავრცელებით ემუქრებიან.

მოვუწოდებთ შსს-ს, პროკურატურას და სუს-ს, შეწყვიტონ რასაც აკეთებენ“, - დასძინა ანა კეკენაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნა. უწყების ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ჭანტურიას რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის