მედეა მარგოშვილი - ამ ხელისუფლების ადგილი არის მატროსოვის ციხეში

ამ ხელისუფლების ადგილი არის მატროსოვის ციხეში, გთხოვთ ყველა შვილმკვდარ დედას, დაგვიდგეთ გვერდით, - ასე მიმართა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს პანკისის ხეობაში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედეა მარგოშვილმა. მან მისი შვილის მკვლელის დაფარვაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაადანაშაულა.

აქციაზე ასევე იმყოფებიან პანკისის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მაჩალიკაშვილის ოჯახს და აცხადებენ, რომ ისინი აქციების მიმდინარეობისას პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა