მალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ ხელისუფლებას დანაშაულის აღიარება არ უნდა, მოგვიწევს სხვა გზას მივმართოთ

აქცია არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის პარლამენტთან აქციებს ზაზა სარალიძესთან ერთად იქამდე გააგრძელებს, ვიდრე სიმართლე არ დადგინდება.

„მთელი დღის განმავლობაში დაველოდებით რაიმე რეაგირება თუ მოხდება. აქცია არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება. მე აქ ზაზა სარალიძესთან ერთად ვიდგები, სანამ სიმართლე არ დადგინდება. ყველაფერი უნდა გაირკვეს და თუ მაინც არ უნდა ხელისუფლებას თავისი დანაშაულის აღიარება, მოგვიწევს სხვა გზას მივმართოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ ხელისუფლებას დანაშაულის აღიარება არ უნდა, მოგვიწევს სხვა გზას მივმართოთ

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა