მთავრობა განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრული პროექტების განსახორციელებლად რესურსების მობილიზებას იწყებს

საქართველოს მთავრობა განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრული პროექტების განსახორციელებლად რესურსების მობილიზებას იწყებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა, ამ რესურსებს მიწოდებას განახორციელებს როგორც სამთავრობო ისე კერძო სექტორი.

„ჩვენ ასევე ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტების განსახორციელებლად. ამ რესურსების მოწოდებას მოახდენს როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორი, რომელიც უკვე გამოხატავს თავის მზაობას განათლების რეფორმაში მონაწილეობისთვის. უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ამ მიმართულებით გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, 2018-2023 წლებში მოხდება იმ ძირითადი ბირთვის დანერგვა, რომელიც ჩვენს საგანმათლებლო სისტემას სინქრონიზაციაში მოიყვანს ევროპული განათლების სისტემასთან.

„2019 წლის შემოდგომაზე ჩვენ წარვადგენთ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. სწორედ განათლება გახდება დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენს მშპ-ში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ 10-11%-იანი წილი.

21-ე საუკუნეში ვერც ერთი სახელმწიფო და ვერც ერთი ეკონომიკა ვერ იქნება წარმატებული თუ ის არ დაეფუძნება ადამიანური კაპიტალის შექმნას. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაც სწორედ ეს არის, რომ განათლების რეფორმამ უზრუნველყოს საქართველოში ისეთი ადამიანური კაპიტალის, ისეთი სისტემების შექმნა, რომელიც ქვეყანას შეიყვანს განვითარებული ეკონომიკების ქვეყანათა რიცხვში“, - აღნიშნა ბახტაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის