პრემიერი - ცოდნა არაა მხოლოდ ინფორმაციის დაგროვება - სრულფასოვანი ცოდნა გულისხმობს ინფორმაციის შემოქმედებითი დამუშავების და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარს

ცოდნა არაა მხოლოდ ინფორმაციის დაგროვება, ეს არ არის სწორი მიდგომა. სრულფასოვანი ცოდნა გულისხმობს ინფორმაციის შემოქმედებითი დამუშავების და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარს. სწორედ ამ მიდგომაზე იქნება ორიენტირებული ჩვენი რეფორმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალგაზრდობა უნდა აღიჭურვოს ცოდნით, ფართო თვალსაწიერით და რაც მთავარია, საზოგადოებრივი სიკეთეების შექმნის უნარებით.

„ჩვენი ერის მამები - გელათისა და იყალთოს აკადემიის შემქმნელები, ასევე ჩვენი დიდი განმანათლებლები - ვახტანგ მეექვსე და სულხან-საბა ორბელიანი, მათი სახელოვანი მემკვიდრეები - ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულები, და ასევე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები, სწორედ განათლებაში ხედავდნენ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, განვითარებისა და წინსვლის მთავარ მამოძრავებელ ძალას.

საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, იმ ცივილიზაციის, რომელშიც ჩვენ, ქართველებს დიდი წვლილი მიგვიძღვის. ჩვენ დღეს მივისწრაფით, დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს, მაგრამ ეს არაა თვითმიზანი, ან ვიღაცის დაკრულზე ცეკვა. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, ჩვენი საზოგადოების შინაგანი გაძლიერების გზა, რომელიც ჩვენ საუკუნეების წინ ავირჩიეთ.

მინდა, ჩემი მიმართვა დავასრულო კვლავაც ილია ჭავჭავაძის სიტყვებით, საქართველოში ევროპული განათლებისა და, საერთოდ, ევროპულობის დამკვიდრების დიდი ქომაგის სიტყვებით:

“სხვა არაფერი გაუსწორებს ომს ცოდნასა, თუ არა ისევ ცოდნა, სხვა ვერაფერი გვიხსნის სიღარიბისგან, თუ არა ის ხერხი, ის უნარი, ის ძალ-ღონე, რომელსაც მარტო ცოდნა და სწავლა-განათლება იძლევა“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო