ადვოკატი - ექიმთა კონსილიუმი შეთანხმდა, რომ ვანო მერაბიშვილს აქვს ჰორნერის სინდრომი, თუმცა გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია

ექიმთა კონსილიუმი შეთანხმდა, რომ ვანო მერაბიშვილს აქვს ჰორნერის სინდრომი, თუმცა გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია. ექიმთა უმეტესობა მკურნალობის თვალსაზრისით ვერაფერს ამობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა.

"მედი ქლაბ ჯორჯიაში" კონსილიუმი, რომელიც დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო, ადვოკატის თქმით, ამ დრომდე მიმდინარეობს. კონსილიუმში ოჯახის მიერ მოწვეული სამი ექიმიც მონაწილეობს. ისინი ონკოქირურგიის, ნეიროქირურგიისა და თერაპიის სპეციალისტები არიან.

ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, გადაიყვანენ თუ არა დღეს კლინიკიდან ციხეში ვანო მერაბიშვილს. "კონსილიუმი, პრაქტიკულად, დასასრულს მიუახლოვდა. ახლა უკვე ცალკეული ექიმები მოსაზრებებს წერენ, რომლებიც ამ თათბირში მონაწილეობდნენ. სამწუხაროდ, ყველა ექიმი შეჯერდა იმაზე, რომ ისევ იგივე ნიშნულზე ვართ და ეს არის ჰორნერის სინდრომი. რით არის ეს გამოწვეული, ამასთან დაკავშირებით საუბარი უჭირთ. იქ იყო რაღაც განსხვავებული აზრები, რაზეც ახლა მიმდინარეობს მათი მოსაზრებების დაფიქსირება. როდესაც გადმოგვცემენ ამ დოკუმენტს, უფრო მეტი გვეცოდინება. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მათ გასინჯეს ვანო მერაბიშვილი, პრაქტიკულად უთხრეს ის, რომ სახეზე არსებული ნაკლი - ჩავარდნილი თვალი შეიძლება ასე დარჩეს, შეიძლება გაუმჯობესდეს ან არც გაუმჯობესდეს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ისევ იმ ნიშნულზე ვართ, სადაც აქამდე ვიყავით. მკურნალობასთან დაკავშირებით მე რაც მოვისმინე, მათი უმეტესობა ამბობდა, რომ ამ მომენტისთვის მკურნალობას ვერ დაუნიშნავენ იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავენ. დამატებით კვლევებთან დაკავშირებით გაიცა რეკომენდაციები, კონკრეტულად ვერ გეტყვით რა კვლევებია", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა