ნეიროქირურგი - მერაბიშვილის დაავადება სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა საჭიროებს ღია სივრცეში ყოფნას - უნდათ ციხის თავზე დასვან, უნდა ფუნიკულიორზე

ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში ექიმები ძირითადად ორ ვერსიაზე მსჯელობენ, რომელთაგან სიცოცხლისთვის საშიში არც ერთი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნეოროქირურგმა თამაზ კერძევაძემ განუცხადა. აღსანიშნავია, რომ თამაზ კერძევაძემ „მედიქლაბ ჯორჯიას“ ექიმთა კონსილიუმში მერაბიშვილის ოჯახის თხოვნით მიიღო მონაწილეობა.

მისი თქმით, ექიმთა მცირე ჯგუფი, მათ შორის თავადაც ფიქრობს, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ქრონიკული სინუსიტი აქვს და ის ღია სივრცეში ყოფნას საჭიროებს.

"ჩვენ საქმე გვაქვს საკმაოდ რთულ, ძალიან იშვიათ პათოლოგიასთან - ეს არის სინდრომი, რომელიც ექიმმა შეიძლება მისი პრაქტიკის დროს ვერ ნახოს. ვფიქრობ პაციენტი სრულყოფილად არის გამოკვლეული, ვერც ერთი ექიმის მხრიდან რამე ბოროტულ ჩანაფიქრს ვერ ვხედავ, უბრალოდ ექიმები საბოლოოდ ვერ შევჯერდით ერთ ვერსიაზე. მე მივეკუთვნები მცირე ჯგუფს, რომელიც ფიქრობს, რომ პაციენტს სჭირს ქრონიკული სინუსიტი. მეორე მხარე ფიქრობს, რომ იდეოპათიური ჰორნერის სინდრომია. თუ ჩემი დიაგნოზი სწორია, სანამ პაციენტი არის დახურულ სივრცეში, ის ამ სინდრომიდან არ განიკურნება, გართულება კი ძალიან მძიმე იქნება. პაციენტი აუცილებლად უნდა გავიდეს ღია სივრცეში. უნდათ ციხის თავზე დასვან, უნდა ფუნიკულიორზე...", - აღნიშნა ნეიროქირურგმა თამაზ კერძევაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა