ლევან კობერიძე მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვს. კობერიძემ შესაბამისი ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე დააყენა. კობერიძის თქმით, მას კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად თავმჯდომარე აკაკი ზოიძეც მხარს უჭერს. მისივე განმარტებით, საზოგადოების მოთხოვნებზე ეს მნიშვნელოვანი პასუხი იქნება.

„არჩევნების შედეგებით ძალიან მკაფიოდ დავინახეთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ბევრ საკითხზე, რომელიც არა მხოლოდ არჩევნების პროცესში, არამედ მის წინა პერიოდში იყო გაჟღერებული, დაგვიფიქსირა „არა“. ჩვენ ვალდებული ვართ ეს მივიღოთ როგორც მოცემულობა, როგორც მოსახლეობის უმრავლესობის აზრი, გავითვალისწინოთ და შესაბამისი ნაბიჯი გადავდგათ. ერთ-ერთი საკითხი არის მარიხუანას კულტივირების საკითხი, რომელზეც საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა დაგვიფიქსირა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება და რომელმაც ვთვლი, რომ საკმაოდ დიდი გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე. ამ კანონპროექტის გაწვევა იქნება მნიშვნელოვანი პასუხი საზოგადოების მოთხოვნებზე", - განაცხადა კობერიძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტის ინიციატორია შსს და პროცედურის თანახმად, ის უკან თავად შსს-მ უნდა გაიწვიოს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის