ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა დააფიქსირა პრინციპული პოზიცია, რომ არ იყო მიზანშეწონილი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილების გადავადება

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დააფიქსირა პრინციპული პოზიცია, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილების მიღების გადავადება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე გაფორმდება.

„მადლობა მინდა გადავუხადო პატრიარქს და სინოდის წევრებს. ჩვენ ამ საკითხზე მსჯელობა გვქონდა გუნდში და უმრავლესობის შეხვედრაზე გუშინ, რომელსაც ესწრებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება კანონპროექტის გაწვევა. გუნდის შიგნით იყო განსხვავებული პოზიციები. ჩვენ განვაცხადეთ იმთავითვე, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება ფართო კონსენსუსის საფუძველზე, ეკლესიასთან შეთანხმებული. ეს პირობა შევასრულეთ.

საუბარი იყო ვადებზე, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დააფიქსირა პრინციპული პოზიცია, რომ საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი ამ გადაწყვეტილების მიღების გადავადება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ახლავე ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა ჩვენ გავითვალისწინეთ ეკლესიის და სხვა კონფესიების პოზიცია და ზოგადად საზოგადოების განწყობა.

ეს გადაწყვეტილება გაფორმდება მთავრობის სხდომაზე, თუმცა ტექნიკურად დღეს ვერ მოესწრება", - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის