გედევან ფოფხაძე - გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდეგ ხელახლა მოხდება მარიხუანას კანონპროექტის რეგისტრაცია

გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდეგ ხელახლა მოხდება მარიხუანას კანონპროექტის რეგისტრაცია, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან განუცხადა. გედევან ფოფხაძე მიესალმება გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტიდან იქნება გაწვეული.

მისი თქმით, საზოგადოება, თუ რაღაცას არ ეთანხმება და მის მიმართ აქვს მიუღებლობა, ასეთ ინიციატივებს სახელმწიფო ხისტად არ უნდა უჭერდეს მხარს, შესაბამისად, კანონპროექტის გაწვევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სწორია.

„მე, არაერთხელ გავუსვი ხაზი, რომ ეს არ არის ის იდეა, რომელიც მისაღებია საზოგადოებისთვის. შესაბამისად, მგონია, რომ ის საბოლოო გადაწყვეტილება რაც იყო მიღებული, რომ ეს საკითხი დასრულდა და დაესვა წერტილი, არის სწორი. თუნდაც, ეს დაკავშირებული იყოს საარჩევნო კონიუნქტურასთან და საზოგადოების განწყობასთან, ეს გადაწყვეტილება არის სწორი. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაც ადეკვატურად დააფასებს. ამიტომ, ყველანაირად მივესალმები თვითონ გადაწყვეტილებას და იმასაც, რომ ხელისუფლებას აქვს უნარი შევიდეს დისკუსიაში და დათმოს რაღაც პოზიციები. ეს დემოკრატიის მაჩვენებელია. გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდეგ ხელახლა მოხდება მარიხუანას კანონპროექტის რეგისტრაცია. ამასთან დაკავშირებით მაქვს პრინციპული პოზიცია. თავიდანვე მქონდა დაფიქსირებული, რომ ჩემთვის ეს საკითხი მიუღებელი იყო. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს საკითხი პარლამენტში ვერ გავა“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა