დავით სერგეენკო კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის უკან გაწვევაში არჩევნების მეორე ტურთან კავშირს ვერ ხედავს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილებაში მეორე ტურთან კავშირს ვერ ხედავს. როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კულტივაციასთან დაკავშირებით ინტენსიური მსჯელობა ჯერ კიდევ პირველ ტურამდე იყო.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს მეორე ტურთან არის კავშირში. კულტივაციასთან დაკავშირებით პირველ ტურამდეც ინტენსიური მსჯელობა იყო. აქედან გამომდინარე, ჩემს წარმოდგენაში ვერ ვაკავშირებ მაინცდამაინც მეორე ტურთან, ეს უფრო კავშირშია საზოგადოების რეაქციასთან",- განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტიდან იქნება გაწვეული. აღნიშნული ცნობილი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ