საჩხერის მაჟორიტარი - დიდი მადლობა „ქართუს“, რომელიც „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების დავალიანების პორტფელს მთლიანად გამოისყიდის და გაისტუმრებს

პარლამენტის უმრავლესობის წევრის, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა დღეს საზოგადოებას გააცნო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომლის შედეგად 600 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე საკუთარ ოჯახებთან ერთად ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება.

„როდესაც პრემიერ-მინისტრად ინიშნებოდა მამუკა ბახტაძე, მის სამთავრობო პროგრამაში მთავარი იყო ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარება, რაც გულისხმობდა, რომ ეკონომიკური ზრდა მაქსიმალურად ყოფილიყო ასახული თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო პირველივე დღიდან. ამის გამოძახილი იყო:

პირველი - საგადასახადო კოდექსში მცირე ბიზნესის მხარდაჭერისა და საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების მიზნით დაწესებული საგადასახადო შეღავათები, როდესაც მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 5%-ის ნაცვლად დაიბეგრა 1%-იანი განაკვეთით, ასევე, გაიზარდა მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა 100 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე და დაწესდა სხვა მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები.

მეორე - როდესაც ისეთ გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, სრულად ჩამოეწერათ 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებამდე ორჯერ მოხდა ძველი საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, შედეგად ჯამურად სულ 3 მილიარდამდე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა განხორციელდა.

„მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირების მიზნით პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი კანონი. შეიზღუდა ეროვნული ბანკის რეგულაციის გარეთ მყოფი პირების მიერ ფიზიკურ პირზე სესხების გაცემა, სესხის მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 100 %-დან 50 %-მდე, ჯარიმების წლიური ლიმიტი 150 %-დან მცირდება 98.55 %-მდე და ა.შ.

ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ ჭარბვალიანობით გამოწვეული რისკებისგან მსესხებელთა უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებული დებულება, რომლის ძირითადი მიზანია ფიზიკურ პირებს შეეძლოს კრედიტის გასტუმრება ფინანსური სიძნელეების გარეშე. ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი წესი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ჩვენ შევცვალეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანერგილი არასამართლიანი წესები სესხის გაცემასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს დაუგროვდათ დიდი ოდენობით დავალიანება“, - აღნიშნა დეპუტატმა.

კვიჟინაძის თქმით, ხანგრძლივი მუშაობის და მოლაპარაკებების შედეგად მოხდა შეთანხმება საფინანსო სექტორის წარომადგენელსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუ-ს“ შორის, რომ მოხდეს ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი ისეთი მოქალაქეების დავალიანების განულება, ვისაც ბანკების, მიკრო და ონლაინ საფინანსო ორგანიზაციების წინაშე დავალიანების ძირი თანხის სახით 2 000 ლარამდე აქვთ დარჩენილი.

„ასეთი მოქალაქეების რაოდენობა არის 750 ათას ადამიანზე მეტი, აქედან 600 ათასზე შეთანხმება მიღწეულია, რომელთა დავალიანების ჯამური ოდენობა მილიარდ ნახევარ ლარს უტოლდება, პროცესი გრძელდება და დარჩენილ იმ 150 ათას ადამიანზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და, ვფიქრობ, დადებითად დასრულდება. ამ სოციალური სოლიდარობის აქტის განხორციელების შედეგად 2018 წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში დავალიანება გაუნულდება მოვალეთა რეესტრში მყოფ ადამიანთა 95 %-ს.

დიდი მადლობა ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარს, განსაკუთრებით საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“, რომელიც ე.წ. „შავ სიაში“ მყოფი მოქალაქეების დავალიანების პორტფელს საფინანსო ორგანიზაციებისაგან მთლიანად გამოისყიდის და გაისტუმრებს“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა