მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელს სიცრუეში ადანაშაულებს

სისხლის და ბიოლოგიური მასალის ხელყუმბარაზე გადატანა, სადაც თემირლანი იწვა და მისი სისხლი იყო, რა პრობლემა იყო?, - ასე გამოეხმაურა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი „კვირის პალიტრასთან“ კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიმაკაძის ინტერვიუს, რომელშიც ის აცხადებს, რომ ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის დნმ-ი ამოვიდა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას ადვოკატი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.

„პირველ რიგში, ჩიმაკაძის ქმედებას შევაფასებდი, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. ჩიმაკაძე, როგორც თანამდებობის პირი გამოდის და საქმის მასალებს ასაჯაროებს. ჩვენ არ გვაქვს საშუალება, თავი დავიცვათ. იმ მასალებს ასაჯაროებს, რომელთა უმრავლესობა ჩვენ არც გვინახავს. სახელმწიფო უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, ჩიმაკაძე ცრუობს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პროტესტი გვაქვს“, - აცხადებს კუბლაშვილი.

როგორც ის განმარტავს, ხელყუმბარაზე „მაჩალიკაშვილის ნათითურები არ არის ამოსული, რადგან ეს ვერ მოასწრეს“.

„რაც მთავარია, ხელყუმბარაზე ანაბეჭდები არ არის ამოსული. მაშინ, როცა ადამიანის დაჭრა მოხდა და სისხლად იცლებოდა, ის სახლიდან ჰყავთ გაყვანილი. ხელყუმბარის ჭერა, მერეა მოფიქრებული. თავისუფლად შეიძლება ადამიანის დნმ, სისხლი ამოსულიყო ხელყუმბარაზე, რადგან იმ ლოგინში იწვა თემირლანი, ძალიან თავისუფლად დადებდნენ იმ ლოგინზე ხელყუმბარას და რად უნდა ლაპარაკი იმას, რომ იქ ამოვიდოდა დნმ, სისხლი.

მთელი 3 საათი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოთახში არავის უშვებდა. თვითონ იყვნენ ერთპიროვნულად. ოჯახის წევრები დაკავებულები იყვნენ და ატყუებდნენ, ბავშვი კარგად არის, ცოტა ხანი გაჩერდითო. ამ 3 საათის განმავლობაში მოტანილი იქნა ხელყუმბარა, მოფიქრებული იქნა სცენარი, სისხლის და ბიოლოგიური მასალის ხელყუმბარაზე გადატანა, სადაც თემირლანი იწვა და მისი სისხლი იყო, რა პრობლემა იყო?

რაც შეეხება ნათითურებს, ის ვერ მოასწრეს. თუ ადამიანმა ხელყუმბარის გახსნა სცადა, ხელი მოუჭირა, როგორ მოხდა ისე, რომ მასზე ნათითური არ არის? თუ ასე მჭიდროდ უჭერდა ხელს და ხსნიდა ხელყუმბარას? სპეცრაზმელმა თვითონ განმარტა, მდგომარეობაში მოჰყავდა, სხვა გამოსავალი არ მქონდა, ვესროლეო. მაშინ როგორ შეიძლებოდა მასზე ნათითური არ აღმოჩენილიყო?“, - აღნიშნავს ადვოკატი.

რაც შეეხება ჩიმაკაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ სატელეფონო მიმოწერების აღდგენით დადგინდა, თითქოს, თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტებს უთანაგრძნობდა და თავადაც გამოხატავდა მზადყოფნას მათ დასახმარებლად, ადვოკატი აღნიშნულს არ ადასტურებს. ის არც ჩატაევის მიერ მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე განხორციელებულ ზარს ადასტურებს.

„ეს ინფორმაცია სრული არ არის, თარგმანი არ არის დადასტურებული. ერთი სიტყვაა ამოგლეჯილი რაღაც ვიდეოზე, რომელზეც ის, საერთოდ სხვა კუთხით საუბრობს. დაკითხული ჰყავთ კიდეც გოგონა, ვისაც ის სმს-ებს წერდა. იმ ჩვენებასაც არ გვაცნობენ, არ გვაცნობენ მიმოწერებს სრულად. 2 წლის წინანდელი მიმოწერები ამოიღეს და რაღაც ბმებს აკეთებენ, რაც აბსურდია. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა.

ჩატაევი რა ტელეფონის ნომრით სარგებლობდა საქართველოში, დადგენილი არ არის. მისი ქართული ნომერი ვერ დაადგინეს. იცოდნენ იმ ჩეჩენი ბიჭების ნომრები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ და იმ ნომერს უკავშირებდნენ ზარს... ვიღაცის მიერ სადღაც ქუჩაში არის ნომერი აღებული, სადაც არც მალხაზის ხმა არ არის, ერთმანეთსაც სულ სხვა სახელებით მიმართავენ. არც ჩატაევის ხმა აქვთ და საერთოდ, არაფერი აქვთ. სავარაუდოდ, მას ქართული ნომერი არც ჰქონდა. ის ჩეჩნების საშუალებით მოქმედებდა“, - აცხადებს კუბლაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა