მალხაზ მაჩალიკაშვილი - რა მხეციც არის სოსო გოგაშვილი, ის მხეცია ირაკლი ჩიმაკაძეც - ეს დანაშაული საუკუნის დანაშაულია

სოსო გოგაშვილი იმ დილით ჩვენთან ხეობაში იყო ამოსული. რა მხეციც არის გოგაშვილი, ის მხეცია ირაკლი ჩიმაკაძეც. მათი ადგილი ციხეშიც არ არის, ციხეში ადამიანები სხედან, ესენი კი, მხეცები არიან. თემირლანის სისხლი არ შერჩებათ, - ამის შესახებ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიმაკაძის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც მან „კვირის პალიტრას“ მისცა.

როგორც მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია და ის მისი სიკვდილის შემდეგ მიიტანეს.

„რაც შეეხება ჩიმაკაძეს, რასაც სუს-ის დანარჩენი თანამშრომლები იძახიან, იმას იძახის ჩიმაკაძეც. თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია. ხელყუმბარა მისი მკვლელობის შემდეგ შემოიტანეს. ჩვენ 4 საათის განმავლობაში მძევლად ვიყავით აყვანილი, ვიდრე იმ ხელყუმბარას მოიტანდნენ. მეორე სართულზე, თემირლანის ოთახში, რომ ამიყვანეს და მითხრეს, თემირლანმა წინააღმდეგობა გაგვიწიაო, ლოგინს, იატაკს რომ შევხედე, მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი. იქვე ეგდო თემირლანის ტელეფონი, რომელიც სისხლში იყო ამოსვრლი, ასევე ყურსასმენებიც.

რა ხელყუმბარაზე საუბრობთ-მეთქი, ვკითხე. გახედე, ხელმარცხნივ ხელყუმბარააო, მითხრეს. გავხედე და ერთი წვეთი სისხლი არ იყო იმ ხელყუმბარაზე. შეხედეთ, ამაზე ერთი წვეთი სისხლიც არ არის-მეთქი, ვუპასუხე. თემრილანს ხელში რომ სჭეროდა ხელყუმბარა, ის სისხლში ამოსვრილი უნდა ყოფილიყო.

თემირლანი ადგილზეა მოკლული. მას ისეთი იარაღიდან აქვს მიყენებული ჭრილობა, რომ ის ფაქტობრივად ადგილზევე გარდაიცვალა. როცა სისხლი ცივდება, თითის ანაბეჭდის აღება შეუძლებელია. თემირლანი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ანაბეჭდებსაც აიღებდნენ. ესენი ყველანი ერთნი არიან, მათ ყველას ერთად აქვთ დანაშაული ჩადენილი, ისინი ერთმანეთს ხელს აფარებენ. ნუ ჰგონიათ, რომ ამას გაექცევიან, ისინი ამაზე პასუხს კანონის ფარგლებში გაგვცემენ.

ეს ადამიანები ყველაფერზე მიდიან საზარელი დანაშაულის დასაფარად. თითქმის, მთელმა მსოფლიომ გაიგო დანაშაული, რაც ამათ აქვთ ჩადენილი. ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა თვითონ გადადგებოდა. ეს დანაშაული საუკუნის დანაშაულად დაასახელეს“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021
ირაკლი მელაშვილი - იმგვარ ვითარებაში, რომელშიც ვართ, საქართველოში ძალოვნებმა დაღუპეს ყველა ხელისუფლება და ახლა დაღუპავენ ამ ხელისუფლებასაც
BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს
ქართული უნივერსიტეტი საერთაშორისო კონკურსში ნომინაციის ,,მომავლის განათლება’’ გამარჯვებული გახდა
კახა ოქრიაშვილი - დღესვე გადადგეს სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი და ეს უწყება დაიშალოს სამ სტრუქტურად
ტერაბანკის შეღავათიანი ბიზნეს სესხი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეებისთვის
საქართველოში მალე იურისტების ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმა - LawPort ჩაეშვება