რურუების ოჯახში მისასამძიმრებლად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა

ზანდუკელის ქუჩაზე რურუების ოჯახში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მან ნიკა რურუას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი.

“მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა.

პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: "ღმერთმა გაანათლოს ნიკას სული, ძაან მიჭირს ამის თქმა" - გიორგი მარგველაშვილი რურუას სამძიმარზე მივიდა

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა