დოდო გუგეშაშვილი - ნიკა რურუა ის კაცი იყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სიცოცხლის ფასად იცავდა

ნიკა რურუა ის კაცი იყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა საკუთარი სიცოცხლის ფასად, - ამის შესახებ ნიკა რურუას სამძიმარზე მისულმა დოდო გუგეშაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს იყო კაცი, რომელიც სამშობლოს სიყვარულისთვის იყო გადადებული და კაცი, რომელიც უკიდეგანოდ განათლებული იყო. ეს იყო კაცი, რომელმაც მეგობრობის და სამხედროს ფასი იცოდა. ვინც ამ ოჯახს იცნობს, იცის, რომ ნიკა რურუა იმ ოჯახის შვილია, რომელიც მუდმივად ქართულ საქმეს აკეთებს“, - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გუშინ, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის