საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიომ ნიკა რურუას ოჯახს მიუსამძიმრა

ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე, წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარშია დასვენებული. ვერის სასაფლაოზე ნიკა რურუას მეგობრები, მისი თანაპარტიელები და ნათესავები იკრიბებიან.

მათი თქმით, ნიკა რურუა დააკლდება როგორც ქვეყანას, ასევე პირადად მათ.

ოჯახთან სამძიმრის გამოსახატად მივიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო.

პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ნიკა რურუა ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.

„ის მუდმივად სახელმწიფოებრივად საუბრობდა და ფიქრობდა. დიდი დანაკლისია ყველასთვის", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

„ნიკა რურუა ჩემი კურსელი იყო. ჩვენ ერთად ვსწავლობდით სარეჟისორო ფაკულტეტზე. ძალიან დამწყდა გული", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

ნიკა რურუას ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი დეპუტატი და ყოფილი კულტურის მინისტრი ნიკა რურუა 50 წლის ასაკში საკუთარ სახლში, 4 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა