პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ნიკა რურუას ოჯახისადმი მისამძიმრებით დაიწყო

პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა ნიკა რურუას ოჯახისადმი მისამძიმრებით დაიწყო.

სამძიმრის განცხადება პარლამენტის სახელით სხდომის წამყვანმა ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.

“გარდაიცვალა მეექვსე და მეშვიდე მოწვევების პარლამენტის წევრი ნიკოლოზ რურუა. მსურს, პარლამენტის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო მის ოჯახსა და ახლობლებს“, - განაცხადა ძიძიგურმა პლენარული სხდომის დაწყებისას.

ნიკა რურუას დღეს დაკრძალავენ. 50 წლის პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა