გიორგი გახარია - მოგვიწევს 14 წლამდე ახალგაზრდების მიმართ გარკვეული სისტემური ცვლილებების მომზადება

უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროს, შს სამინისტროს, განათლების სამინისტროსთან ერთად მოგვიწევს დაჯდომა და 14 წლამდე ახალგაზრდების მიმართ გარკვეული სისტემური ცვლილებების მომზადება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, ფაქტობრივად, ბავშვები, რომლებიც 14 წლამდე სჩადიან დანაშაულს, ყოველგვარი ყურადღების გარეშე არიან სახელმწიფოს მხრიდან.

„არასრულწლოვანთა დანაშაული სერიოზული პრობლემაა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში სერიოზული ცვლილებები იყო მიღებული, რაც, რა თქმა უნდა, პროგრესული ნაბიჯი იყო. თუმცა, მას შემდგომ სჭირდება ხარისხიანი მენეჯმენტი და აქ გარკვეული პრობლემები გვქონდა. დღეის მდგომარეობით, მე ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინსიტროს განათლების სამინისტროსთან ერთად, მოგვიწევს კიდევ ერთხელ დაჯდომა და განსაკუთრებით 14 წლამდე ახალგაზრდების მიმართ მიმართ გარკვეული სისტემური ცვლილებების მომზადება. დღეს ქვეყანაში ფაქტობრივად, არ გვაქვს რეფერირების სისტემა და ფაქტობრივად, ბავშვები, რომლებიც 14 წლამდე სჩადიან დანაშაულს, ყოველგვარი ყურადღების გარეშე არიან სახელმწიფოს მხრიდან. სისტემა იმისა, თუ რა რეაქცია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, როდესაც 14 წლამდე ბავშვი სჩადის დანაშაულს, დღეს არ მუშაობს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ შესაქმნელია რაღაც ჯგუფი, რომელიც ამაზე სერიოზულად დაკავდება. ჩვენ გარკვეული მოსაზრებები გვაქვს, მუშაობა გარკვეულწილად დაწყებულია იუსტიციის სამინისტროსთან ერთად და ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში გვექნება გარკვეული შედეგები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს