გიორგი გახარია - როდესაც გვსურს ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავი და მხნეობაც უნდა გვეყოს, წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა და ის პერიოდი, რამდენიც საჭიროა

როდესაც გვსურს ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავი და მხნეობაც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა ის პერიოდი, რამდენიც საჭიროა - ყველაფერს აქვს თავისი ფასი, - ასე ეხმაურება ვიცე-პრემიერი, შს მინისტრი გიორგი გახარია 16 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებს.

ამასთან, გახარიას თქმით, ის იღებს პასუხისმგებლობას 16 დეკემბერს მომხდარზე.

„ინაუგურაციის ნაწილში შეიძლება ზოგიერთ გაუკვირდეს, რატომ იყო მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომელიც იყო მიღებული. მაგალითად შედარებული იყო კირკიტაძე და ფარცხალაძე. მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა 16 დეკემბერს და 16-ში მოხდა ერთი რამ, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა წინა დღეს დააანონსა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და ინაუგურაციის დღეს თავს დაესხა პოლიციას. ჩემთვის ეს საკმარისია, იმისთვის, რომ არანაირი კითხვის ნიშნები არ მქონდეს, ეს იყო აბსოლუტურად განზრახული პოლიტიკური აქტი. მარტივი რამ ხდება - როცა ამბობ, რომ ხვალ ჩაშლი ინაუგურაციას - ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტი, შემდეგ ამ პოლიტიკური აქტის განსახორციელებლად თავს ესხმი პოლიციას. როდესაც გვაქვს სურვილი, რომ ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავიც და მხნეობაც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა ის პერიოდი, რამდენიც საჭიროა, ყველაფერს აქვს თავისი ფასი - პოლიციელზე თავდასხმასაც, იანუგურაციის ჩაშლასაც და სახელმწიფოს დამხობასაც თუნდაც კანონიერი მეთოდებით. როდესაც ვიკითხავთ სახელმწიფოს დამხობა კანონიერი მეთოდებით რას ნიშნავს, მერე გავაგრძელოთ საუბარი შერჩევით სამართალზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: ბოდიშით, როდესაც გვსურს ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავი და მხნეობაც უნდა გვეყოს, წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა - გიორგიას რეპლიკა "ნაციონალებს"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო