გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით „ევროპულ საქართველოს“ სამი შეკითხვით მიმართავს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით „ევროპულ საქართველოს“ სამი შეკითხვით მიმართავს. გახარია ინტერესდება: კომისიის მუშაობის ფარგლებში რა ახალი გარემოებები გამოვლინდა, რატომ დაკითხა კომისიამ 5 გამომძიებლიდან მხოლოდ ერთი და ეჭვი ხომ არ ეპარებათ, რომ ამ პარტიას, როგორც კომისიის უმრავლესობას, პასუხისმგებლობა ეკისრება.

„ამ კომისიის მუშაობაში ჩართული მეც ვიყავი. როდესაც ბრძანებთ, რომ ყველაფერი დაადგინეთ, ყველაფერს უბრალოდ ვერ დაადგენდით, რადგან თავიდანვე გქონდათ პოლიტიკური მიდგომა. თქვენ, შს სამინისტროს 5 გამომძიებლიდან მხოლოდ 1 დაკითხეთ. იმ ხალხს, ვინც დაკითხეთ, გამოძიებასთან კავშირი არ ჰქონდა. ჩემზე უკეთ იცით, რომ ადამიანები, ვინც დაკითხეთ, არასრულწლოვნების საქმის წარმოების შესაბამისად სერტიფიცირებულებიც არ იყვნენ. მე შემიძლია ასეთი მაგალითები ბევრი მოვიყვანო. შეგვიძლია დავსხდეთ ცალკე, თქვენთან მოვიდე და შემდეგ ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, ამ კომისიის მიმართ ჩემი შეფასება რატომ არის ასეთი. იმიტომ, რომ პირველივე დღიდან თქვენ აირჩიეთ პოლიტიკური სპეკულირების ნაწილი და ეს იყო თქვენი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეიძლება მიმტკიცებდეთ, რომ კომისიის გადაწყვეტილებები იყო აბსოლუტურად ობიექტური, მაშინ, როდესაც რამდენიმე მარტივ შეკითხვას გისვამთ: რომელი ახლად გამოვლენილი ფაქტორი დაადგინა კომისიამ? 5 გამომძიებლიდან რატომ დაკითხეთ მხოლოდ ერთი? მე ერთხელ გითხარით, რომ ისე არ ქნათ კომისიის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნა დაგვჭირდეს-მეთქი. არც მქონია აზრად რამე გამოძიების დაწყება, უბრალოდ, როდესაც თქვენმა ფრაქციამ აბსოლუტურად გააზრებულად აიღო უმრავლესობა ამ კომისიაში, ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ პასუხისმგებლობაც აიღეთ? არავის ჰქონდეს იმის იმედი, რომ ეს ხვალ ვინმეს დაავიწყდება, ისევე, როგორც არავის დაავიწყდება, რომ ჩემი შს მინისტრობისას მოხდა ეს ტრაგედია. ეს არის ჩემი პასუხი და ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას“, - განაცხადა გახარიამ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით