გიორგი გახარია - ჩვენს დეპუტატებზე თავდამსხმელი დაკავებულია

საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პირი, რომელზეც თელავის აქციასთან დაკავშირებით ოპოზიცია საუბრობდა, რომ სუს-ის აგენტია, დაკავებულია. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, სადაც მისი ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. „ახლა შემატყობინეს, რომ ჩვენს დეპუტატებზე თავდამსხმელი სუს-ის "აგენტი" დაკავებულია“, - განაცხადა გახარიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პირი, რომლის გამოც თელავში თამარ ხულორდავას მანქანა დაზიანდა, სუს-ის აგენტი და პროვოკატორია. მისი თქმით, აღნიშნული პირი იყო რუსთაველის გამზრიზე, 2 დეკემბერს გამართულ აქციაზეც.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა