ნინო ლომჯარია - მოვუწოდებ პროკურატურას, პირველ რიგში მაჩალიკაშვილის ოჯახს მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე

მოვუწოდებ პროკურატურას, რომ პირველ რიგში მაჩალიკაშვილის ოჯახს მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ ერთი წელია გასული, თუმცა, არანაირი ინფორმაცია არ არის გამოძიების მიმდინარეობის ან შედეგების შესახებ.

„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. როდესაც შარშან ეს ფაქტი მოხდა, მეც გავაკეთე განცხადება, რომ დროულად უნდა ჩატარებულიყო გამოძიება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია გასული, არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის ან შედეგების შესახებ, რაც შეეხება უშუალოდ გარდაცვალების გარემოებებს. სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურამ არ მოგვცა წვდომა მიმდინარე გამოძიების მასალებზე. კიდევ ვფიქრობთ, უკვე საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ ამ კითხვებს გასცეს დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროკურატურას, რომ პირველ რიგში ოჯახს მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის