სასამართლო დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული ორი პირის, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლების, თორნიკე ტატიშვილისა და ვაზელ მამადიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 20 იანვარს იმსჯელებს.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, პროკურატურა მათი პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობას დააყენებს. რაც შეეხება ბრალდებულებს, ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს