სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა ღამე ხურვალეთთან გაათენა

მოლოდინში გავათენეთ აქ ღამე. ხურვალეთში დილით, 08:00 საათზე უნდა შევსულიყავით, მაგრამ დრო 12:00 საათამდე გადაგვიწიეს. იმ შემთხვევაში, თუ 12:00 საათზეც რაღაც მიზეზს გვეტყვიან, უკვე მოსახლეობას მოვუწოდებთ, ჩამოვიდნენ და მერე ერთად შევიდეთ ყველანი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" აქტივისტმა, დავით ქაცარავამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, წუხელ, გვიან ღამით, მას ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ჰქონდა კომუნიკაცია და სწორედ, მათი დაჟინებული მოთხოვნით მოხდა ხურვალეთში შესვლის დროის რამდენიმე საათით გადაწევა.

"გუშინ გვიან ღამით კიდევ ერთი კომუნიკაცია შედგა ჩვენსა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს შორის. მათგან დაჟინებული მოთხოვნა იყო, შესვლის დრო გადაწეულიყო. ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, თუმცა, ბუნებრივია, ამას დავთანმხდით, ვინაიდან ჩვენი მიზანი არანაირი პროვოკაცია არ არის, თუმცა, ამის ჩვენთვის მოწებების არაერთი მცდელობა იყო. გუშინ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწიათ აღიარება, რომ რუსები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ შემოსულები. რამდენიმე საათის შემდეგ, როცა მოლაპარაკებები გაიმართა და ზეწოლა მოხდა რუსულ მხარეზე, ოკუპანტებს მოუწიათ გასვლა. გადავწყვიტეთ, რომ ეს სიტუაცია ჩვენი თვალით გვენახა, ეს იყო ჩვენი ძირითადი მოთხოვნა", - განაცხადა ქაცარავამ.

როგორც ის განმარტავს, აქტივისტებმა საკუთარი თვალით უნდა ნახონ, რომ რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დატოვეს.

"გუშინ ძალიან აქტიურად ცდილობდა ტროლების ქარხანა, რომ საზოგადოება დაერწმუნებინა იმაში, რომ დეზინფორმაცია გავრცელდა და ქალბატონმა ლუდა სალიამ მოიტყუა. საბოლოო ჯამში, ხელისუფლებამ რუსების შემოსვლის ფაქტი დაადასტურეს, შემდეგ გასვლის, მაგრამ გასვლაში ჩვენც გვინდა დავრწმუნდეთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ერთი გოჯი მიწაც კი გავატანოთ ოკუპანტებს.

ჩვენ უნდა ვნახოთ ზუსტად ის ბაღები, სადაც შემოსული იყვნენ რუსი ოკუპანტები. ეს გახლავთ ხუროშვილის და ბატონისაშვილის საკუთრებაში არსებული ბაღის ნაკვეთები", -აღნიშნა ქაცარავამ.

ამ წუთებში ხურვლეთთან, ქართული პოლიციის საგუშაგოსთან ის ადამიანები იკრიბებიან, რომლებიც ოკუპაციას აპროტესტებენ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება