ლინას ლინკევიჩუსი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტის სწრაფად გამოძიებას ითხოვს

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა. ბოლო შემთხვევა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ზედმიწევნით, გამჭვირვალედ და სწრაფად უნდა იქნეს გამოძიებული. ის, რაც მოხდა კიდევ ერთი დასტურია იმისა თუ რა ხდება და ეს მიუღებელია“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში გუშინ დაკრძალეს.

ირაკლი კვარაცხელია 12 მარტს ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, მან თავი მოიკლა. ირაკლი კვარაცხელიას ახლობლების მტკიცებით, მათ არ სჯერათ გავრცელებული ვერსიის, რომ მან თავი მოიკლა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა