თინა ბოკუჩავა ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე - სამწუხაროდ, დღევანდელი საგამოძიებო უწყებების ხელში ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ  ამ ტრაგედიის ჯეროვანი გამოძიება მოხდება

სამწუხაროდ, დღევანდელი საგამოძიებო უწყებების ხელში ჩვენ არ გვაქვს იმის იმედი, რომ მოხდება ამ ტრაგედიის ჯეროვანი გამოძიება, - ეს განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ გალში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

„ჩვენ არაერთი საქმე გვინახავს, იქნება ეს მაჩალიკაშვილის, სარალიძის, მუხთარლის გატაცება თუ ბევრი სხვა, რომელიც ამ ხელისუფლებას, საგამოძიებო უწყებებს არ გამოუძიებიათ. ამიტომ ერთადერთი ბერკეტი საზოგადოებამ დაინახოს სიმართლე არის საგამოძიებო კომისიის შექმნა. ჩვენ ამის შესახებ მივმართეთ პარლამენტს, თუმცა ეს მოისურვა პარლამენტმა მხოლოდ ერთხელ, როდესაც საზოგადოების დიდი წნეხის ფონზე მოუწიათ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე კომისიის შექმნა, რომლის რეკომენდაციებიც მათ სხვათა შორის არ გაუთვალისწინებიათ", -განაცხადა ბოკუჩავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის