ადვოკატი - გიორგი ჭანტურიას მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს - სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა არის გაუხსნელი

რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ, რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებულებები, კერძოდ ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ტანსაცმელი წარადგინა.

„სასამართლოზე იმ საბრძოლო მასალისა და იარაღის დემონსტრირება მოვახდინეთ, რომელიც ჭანტურიას საცხოვრებელი სახლიდან იქნა ამოღებული, ასევე პირადი ნივთების. გამოვიკვლიეთ ანძების ინფორმაციები. ასევე სასამართლოს მივაწოდეთ ინფორმაცია მკვლელობის დღეს ჭანტურიას მოძრაობის შესახებ“, - განაცხადა პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, მოსამართლე მადონა მაისურაძეს გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების ფორმის - პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გიორგი ჭანტურია კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ბექა ბასილაიას მტკიცებით, ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა ისე დაასრულა, რომ არ დაკითხულა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მოწილე უზიელ ნონი, რომელიც გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის სხვა ვერსიებზე საუბრობდა.

„მთელი ამ თვეების,მანძილზე ვერ ვნახეთ ვერც ერთი მოწმე, რომელიც პირდაპირ დაადასტურებდა, რომ დაინახა ან რაიმე ფორმით იცის, რომ გიორგი ჭანტურიამ განახორციელა სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა. ჩვენ ვნახეთ, რომ აქ იყო წარმოდგენილი ცრუ მოწმეები, რომელთა ჩვენებები არის ლოგიკურ აცდენაში, თუმცა ისინიც პირდაპირ ვერ ადებენ ხელს გიორგი ჭანტურიას. საქმეზე გამოკვლეულ იქნა არაერთი ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც დაადასტურა, რომ არც ერთ ნივთზე, არც ერთ ობიექტზე დენთის კვალი არ ამოსულა. ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა გამოკვლევა დაასრულა იმდაგვარად, რომ არ დაკითხა საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე უზიერ ნონი, რომელიც საუბრობდა სხვა ვერსიებზე. რომელიც საუბრობდა სამსონ ქუთათელაძის წინააღმდეგ სავარაუდო შეკვეთილ მკვლელობაზე, მისი ბიზნესპარტნიორების მხრიდან. მკაფიოდ ჩანს, რომ გიორგი ჭანტურიას მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ეს მკვლელობა არის გაუხსნელი", - აცხადებს ბექა ბასილაია.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი